პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი გიორგი სუხიტაშვილის ევროკავშირის დასკვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.
მისი თქმით საქართველო რეგრესს განიცდის და ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი ვითარება ახარებს თვითონაც ვერ ხვდება რომ საკუთარ მომავალსაც ინგრევს.
„ბევრმა ადამიანმა პოსტზე დამიწერა რაღაცები, გულწრფელად მგონია, რომ ვერ ხვდებიან, რომ საკუთარ მომავალსაც აქრობენ და სხვებისასაც. როგორ შეიძლება პოლიტიკოსების გამოსვლა აკოპირო, ვინ აპროტესტებს ევროკავშირში გაწევრიანებას?! ვინ აგინებს ევროკავშირს?! ვინც კარგად არის დღეს. ქვეყანა არის რეგრესში ქვეყანა მიდის უკან, ხალხი საჭმელს ვერ ყიდულობს და იმათ მაგივრად როგორ ლაპარაკობენ “,- ამბობს სუხიტაშვილი.