პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი სუხიტაშვილი იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმე პერიოდში გვერდით დაუდგნენ, მადლობას უხდის. ამის შესახებ მომღერალმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
გიორგი სუხიტაშვილის განმარტებით, პაპას სურდა, რომ სოფელი არ მიეტოვებინა და ამის გაკეთებას არც აპირებს.
„პაუზის შემდეგ კარგ ხასიათზე დაგიბრუნდით. შევაფასე სიტუაცია, რაც მოხდა და როგორც მოხდა. შევაფასე ბოლო წლები, განსაკუთრებით, ბოლო 4 წელი, როდესაც მე ჩემი რესურსის მაქსიმუმი ჩავდე იმაში, რომ ჩემი მოხუცი პაპა ყოფილიყო ტკბილ სიბერეში და გულწრფელად გეუბნებით, ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი. სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა თავს იმით ვინუგეშებ, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გავაკეთე პაპას ბედნიერებისთვის.
მინდა, რომ მილიონი მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც მხარში დამიდგნენ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა ჩემს სოფელში, კარალეთში, სრულიად უცხო ადამიანები, ათასობით, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ამ მდგომარეობიდან ერთი ორად ძლიერი გამოვედი.
ჩემს საქმეს, ჩემს პროფესიას დავუბრუნდი, საკმაოდ მყარი ნერვები აღმომაჩნდა. როდესაც სიტუაციას სწორად ვაფასებ, რა მოხდა და როდის, იყო დროული თუ უდროო, მოულოდნელი თუ მოსალოდნელი, რა შედეგი დადგა ან დადგებოდა, ყველაფერ ამის ანალიზის შემდეგ ბევრად ძლიერი გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან.
ლაივები ისევ იქნება, იქნება ჩართვები ჩემი სოფლიდან. მე იქაურობის მიტოვებას არ ვაპირებ, პირიქით, ხშირად ვივლი, ზუსტად ისე, როგორც აქამდე. პაპას სურდა, არ მიმეტოვებინა, არ დაცარიელებულიყო იქაურობა.“ - ამბობს მომღერალი.
ნახეთ ვიდეო სრულად ⇓