რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე
1737287303
მუსიკოსი დავით ევგენიძე 18-წლიანი ცოლქმრული ურთიერთობის გამოცდილებაზე მეუღლესთან, ნინო ჟვანიასან ერთად „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„ძალიან უაზრო კამათები გვაქვს, სიღრმისეულზე არაფერზე გვიკამათია, რადგან თითქმის ერთნაირად ვფიქრობთ სამყაროზე. 18 წელია ერთად ვართ და თუკი რამე შეიძლება ერთმანეთზე ვიცოდეთ, ყველაფერი ვიცით. არაფერი არსებობს, რაც ერთმანეთში არ გვიყვარს. შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ გიყვარდეს. სიყვარული ეს არის, ყველა დანარჩენ გრძნობას ცდის ლეგიტიმურს. როცა გიყვარს, ყველაფერს ამართლებ.
ნინოს ძილი უყვარს, მე საერთოდ არ მძინავს. ყველაზე სასურველი მდგომარეობის დროს რომ ვაღვიძებ, როცა იცის მიზეზი, მნიშვნელობა არ აქვს - ან ლექსს ვუკითხავ ღამე, ან რაღაც თემას ვასმენინებ... ეს სირთულე გადალახულია იქიდან გამომდინარე, იცის ჩემთვის რამდენად ფასეულია და მისთვისაც ფასეულია.“ - ამბობს დათო ევგენიძე.
ვრცლად ↓