პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში ყინვა და ნალექია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა თვის ბოლომდე გასტანს.
როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სინოპტიკოსი, სვეტლანა ნიორაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, დასავლეთ საქართველოში ამაღამ ყველაზე ძლიერ ყინვას პროგნოზირებენ.
„დღეიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. ძლიერი თოვა დასავლეთში უკვე დაიწყო. სანაპიროს გარდა, ახლა ყველგან თოვს: ზუგდიდში, ქუთაისში, ზესტაფონში, მთიან და მაღალ მთიან რეგიონებში თავისთავად.
აღმოსავლეთ საქართველოში, გორში, შიდა ქართლში და უფრო მთიან და მაღალ მთიან რაიონებში ვფიქრობთ თოვლს. თბილისში მოსალოდნელია უმნიშვნელო თოვლი, ძირითადად უნალექო ამინდია. აღმოსავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი და შესაძლოა, 20-25 მეტრი წამში იქროლოს.
უამინდობა მთიან და მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი, ხილვადობის გაძლიერება, საავტომობილო გზებზე ლიპ ყინული, ზღვაზე შტორმსაც ვფიქრობთ, 4-5 და შეიძლება მეტი ბალიც დაფიქსირდეს. ეს ყველაფერი კვირის ბოლომდე, 18 თებერვლამდე გაგრძელდება.
იქნება სიცივე, დღის ტემპერატურა დაბალი, კოლხეთის დაბლობზე ამაღამ ძალიან დაბალ ტემპერატურას ველოდებით. დაბლობ რაიონებში, დასავლეთ საქართველოში -5 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს ტემპერატურა, ამან შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების, განსაკუთრებით, ლიმონის დაზიანება გამოიწვიოს.
რაც შეეხება 18 თებერვლის შემდეგ პერიოდს, ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს. ნალექი ნელ-ნელა შეწყდება.“ - განაცხადა სინოპტიკოსმა.