პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მეუღლის და 5 წლის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე ციხიდან წერილს ავრცელებს.
პაპიძის წერილი ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდა.
„ძალიან მჯერა და ველოდები ჩემი თავისუფლების დღეს, დღეს, როდესაც მშვიდად უნდა დამხვდეს საზოგადოება, რომლის ნაწილიც ვიყავი და ვარ მეც - საზოგადოება, როცა ვცხოვრობდი ადვოკატის, პროკურორის გარეშე და ჩემზე არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც სიტყვიერად და არც ფსიქოლოგიურად არავინ ძალადობდა“, - წერს წერილში უვადო პატიმარი.
„შვიდი წლის წინ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი ტრაგედია დატრიალდებოდა, ვინმეს, რომ ეთქვა, წინ რა მელოდა, ვერაფრით, ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქალურად და ადამიანურად, ამასთან ჯერ შეგუებას მერე კი ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდი...“