პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ორი ძებნილი დააკავეს.
მანამ ვიდრე ძებნილების დასაკავებლად სპეციალური ღონისძიება დაიწყებოდა სამართალდამცველი ერთ-ერთ ძებნილს სთხოვდა კარი გაეღო და საცხოვრებელი სახლიდან თავად გამოსულიყო, რადგან მისი დანაშაული არ იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, თუმცა მან კარის გაღებაზე უარი განაცხადა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძალით ეცდებოდნენ სახლში შესვლას, თავს აიფეთქებდა.
ძებნილებს ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ. კერძოდ 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა, ხოლო მის გარდა ორი თანმხლები პირი ამ დრომდე იძებნებოდა.