პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვარკეთილში სამართალდამცველებმა 2 ძებნილი პირის დაკავების ოპერაცია ჩაატარეს. ორივე მათგანი პოლიციამ მშვიდობიანად აიყვანა, თუმცა მანამდე დაკავების ოპერაცია ერთ-ერთი ძებნილის ულტიმატუმის გამო შეფერხდა.
მედიაში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც ისმის იმ ძებნილის ხმა, რომელიც სამართალდამცველებს კარის გაღების შემთხვევაში, თავის აფეთქებით ემუქრებოდა.
აუდიო მასალას „ტვ პირველი“ ავრცელებს, მათივე ცნობით საუბრის ჩანაწერი, თავად ძებნილმა გაუგზავნა რედაქციას.
დიალოგი სამართალდამცველსა და ძებნილს შორის:
- კარს თუ არ გახსნი სპეცოპერაციას ჩავატარებ!
- ვიცი და კარი როგორც კი გაიხსნება ერთ გრანატას შენ ჩამოგიგდებ, მეორეთი მე ავიფეთქებ თავს. შენც ნუ დაღუპავ შენს ბავშვებს და მაცადე ერთი წამი ჩემს შვილს ვნახავ, გადავრეკავ და კი გამოგყვები, აბა მე-12 სართულიდან არ გადავხტები. ვიცი,რომ ძებნილი ვარ, ვიცი, რომ დასაჭერი ვარ.
- ისეთი დანაშაული არაფერი არ გაქვს, დღეს, რომ სპეცოპერაცია ჩამატარებინო.
- არ ჩაგატარებინებ, თუ სახლში დამარეკინებ და ბავშვს დავინახავ.
ცნობისთვის, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ორი ძებნილი პირის დაკავებას ცდილობენ. მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.
15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1988 წელს დაბადებული მ.ხ. ზუგდიდში დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ხ. მძღოლის ერთ-ერთი თანმხლები პირია, რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა და სხვა პირებთან ერთად მიიმალა, ხოლო ორი თანმხლები პირი ამ დრომდე იძებნებოდა.