1753387731
„ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა“ - კახა კალაძე

კახა კალაძე 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ თბილისის მერმა "იმედი ლაივში" განაცხადა.
მისივე თქმით, ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში იქნება და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაც გაიხსნება.
"მე გახლავართ ქალაქის მოქმედის მერი, ვაპირებ არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრმა ამაზე ღიად ისაუბრა, რა თქმა უნდა, გვექნება ოფიციალური წარდგენა, დავასახელებთ მაჟორიტარობის კანდიდატებს, როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში.
ვესაუბრები ხალხს გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია. "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში მიიღებს 100%-ან გამარჯვებას", - განაცხადა კახა კალაძემ.