პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო ,,პრაიმ ჰაუსის" დღევანდელი ეპიზოდი ეთერში არ გავა", - ამის შესახებ ინფორმაცია რეალითი შოუს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
,,ვიზიარებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ", - აღნიშნულია ტექსტში.
ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგიკული შემთხვევისას გარდაცვლილი 13 წლის გოგო, მარიტა მეფარიშვილია.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კიდექსის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.