პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - სულეიმან სოილუ, მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქ კოლეგას აეროპორტში დახვდა და შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ესწრებოდა.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. სულეიმან სოილუმ ქართულ მხარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, რისთვისაც ვახტანგ გომელაურმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის. ძალიან ნაყოფიერი პირისპირ შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა პლატფორმაზე ვიცავდით, ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ. ეს ეხება ასევე უკრაინასაც. ასეთ რთულ ვითარებაში, ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ლიდერობით, ვცდილობთ, შევასრულოთ შუამავლის როლი, რათა რეგიონში და ზოგადად, ამ კონფლიქტში შევასრულოთ დადებითი როლი, რომ რაღაცნაირად დავასრულოთ იგი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მსგავს პოზიციას იკავებს საქართველოს ხელისუფლება და თქვენი ქვეყანა ამ კონფლიქტთან დაკავშირებით," - აღნიშნა სულეიმან სოილუმ.