პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა 5-6 ივლისის მოვლენებზე დასმული კითხვების საპასუხოდ აღნიშნა, ძალიან ცუდი და ყოვლად მიუღებელი ფაქტი მოხდა.
„5 ივლისს სამწუხაროდ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ესეთი რამ არ მომხდარა არასოდეს, რომ ჟურნალისტებზე გამოეხატოს ამა თუ იმ ჯგუფს აგრესიული ძალადობა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იყვნენ, ამ შემთხვევაში, ალტ-ინფო და მოსახლეობა, ვინც იყო გამოსული. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა.
ხაზი მინდა გავუსვა, რომ „ოპოზიციურად განწყობილ“ ტელევიზიებზე არა, ყველაზე იყო აგრესია. ფოტოგრაფი, რომელსაც არანაირი ნიშანი არ ჰქონდა, ისიც კი სცემეს.
ძალიან ცუდი ფაქტი იყო. გეტყვით, რატომ ვერ მოხდა პრევენცია. დაახლოებით 8 ლოკაციაზე იყვნენ პოლიციელები პატარ-პატარა ჯგუფებად. აქცენტი იყო, რომ აგრესია შეიძლება მომხდარიყო ამ მსვლელობაზე, სადაც შეიკრიბებოდნენ ეს ადამიანები. პოლიციის ძალები, უმეტესობა გადასროლილი იყო ფილარმონიასთან, ვერის ბაღში და ა.შ., რომ იქ არ მომხდარიყო შეტაკება და იქ სულ მცირე, კედელი აღგვემართა და გაგვეყვანა ეს ადამიანები იქიდან.
სპონტანურად მოხდა რამდენიმე ადგილზე ჟურნალისტებზე თავდასხმა და ძალადობა. მესმის, ჩვენი გასაკეთებელი იყო, არავის არ ვაბრალებ, არც თავს ვიმართლებ, ძალიან ცუდი ფაქტი იყო და ნამდვილად არ გაგვითვლია პირდაპირ ვიძახი, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ზეწოლა, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და არ განგვიხილეთ ეს ფაქტი. მომავალში იმედია, აღარ მოხდება ეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჟურნალისტებსა და პრესაზე ასეთი რამ არ განმეორდეს. მე ღიად ვამბობ, მთელი აქცენტი გადატანილი იყო ლგბტ მიმართულებაზე, იქ არ მომხდარიყო ამ აგრესიული მასის მიერ მათი ცემა, თავდასხმა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.