უშვილო ქალები ამ ქვას სამი დღე ეხუტებოდნენ… – ლეგენდა სასწაულმოქმედ ქვაზე, რომელსაც ოჯახები შვილიერებას უმადლოდნენ

legenda qvaze

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში უზიარებს სიახლეებს.

არის შემთხვევები როცა ლირიულ გადახვევასაც აკეთებს და ქართველი მეგობრებისთვის ონლაინ ექსკურსიებსაც აწყობს. მრავალ ქვეყანაში ცხოვრებით, მუშაობითა და თავგადასავლებით სავსე, ახლა საფრანგეთის ღირსშესანიშნაობებს დეტალებში აცნობს მაყურებელს. ისტორიული ძეგლების ორნამენტებს, მათ რესტავრაციასა თუ სხვა დეტალებს.

ამჟამად პროფესორმა იმ ტაძრის (წმინდა სიმონისმენჰირი)კედლებთან „გაასეირნა“ მაყურებელი, რომელიც, თურმე მეთევზეებს აუშენებიათ. უფრო მეტიც, ამ ტაძრის ეზოში არის სასწაულმოქმედი ქვა, რომელსაც უშვილო ქალები შვილიერებას შესთხოვდნენ და სასწაულიც ხდებოდა… აი რა გვიამბო, მან…

„თუ ოჯახს შვილი არ ჰყავდა, ამ ქვასთან ქალები მოდიოდნენ და სამი დღე ჩახუტებულები იყვნენ, მერე კი, შვილი უჩნდებოდათ. ასევე, ვისაც ზურგის პრობლემა ჰქონდა მოდიოდნენ და ეხუტებოდნენ, სჯეროდათ, რომ ეს შველოდათ. მე-16 საუკუნეში ქვა ვერ ამოიღეს მიწიდან და მასზე ამოკვეთეს ჯვარი,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

სხვა სიახლეები