არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
აღდგომის შემდგომ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
უშვილო წყვილებს აკვნები მიაქვთ ტაძარში. მომლოცველების უმრავლესობა უშვილო წყვილებია, სწამთ, რომ მათ ლოცვას უფალი შეისმენს და ნანატრ შვილს აჩუქებს. წირვის შემდგომ კი აკვნებს აკურთხებენ.
გადაცემაში „ღამის პრაიმთაიმი“ სწორედ ამ სასწაულმოქმედ მონასტერზე ფოტოგრაფი, ლაშა შალამბერიძე ჰყვება.
„აი იმ ხალხის თვალებს, რომ ვუყურებ, როგორ სთხოვენ ღმერთს შვილს, რთულია ცრემლები არ წამოგივიდეს და ემოცია არ გქონდეს. ფოტო, რომელიც გადავიღე დავდე თუ არა, ალბათ მეორე დღეს ყველგან იყო. გადის დრო და პანდემიის მერე ავდივარ ისევ და ვხედავ ამ წყვილს ბავშვთან ერთად. იქ გავიცანი ხალხი, რომელსაც 10 წელი შვილი არ ჰყავდათ და არანაირმა მედიცინამ არ უშველა და წლების მერე ბავშვი გაუჩნდათ. ეს რეალურად სასწაულია.“,- ამბობს ლაშა.