1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ეს ნაკლებად ცნობილი ფოტო, დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ფოტოზე სადაც პატარა სანდრო გირგვლიანი მშობლებთან – ირინა ენუქიძესთან და გურამ გირგვლიანთან ერთად არის გადაღებული.
„ერთ ფოტოში ჩატეული ქართული ოჯახის ბედნიერების წამი“, – დაწერა ოთარ ჩრდილელმა.
ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
წლების შემდეგ ის ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა.
საზოგადოებამ ირინა ენუქიძე 2006 წელს გაიცნო. მისი შვილი, 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები – 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა.
ევროსასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები (მათ შორის სასამართლო) მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
ქვეყნისა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის 2015 წელს, პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინე ენუქიძე თამარ მეფის ორდენით გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა.