სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

სანდრო ბაზაძე

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ვარშავის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელთა წარმომადგენელ კრშიშტოფ კაცზსკოვსკისთან 13-15 წააგო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ცნობით, სანდრო ბაზაძემ მიმდინარე 2022/23 წლების სეზონში ჩატარებულ ოთხივე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო თასი და გრან პრი) ფინალში იასპარეზა. ალჟირის მსოფლიო თასსა და ტუნისის გრან პრიზე ჩემპიონი გახდა, ორლეანის გრან პრიზე და ვარშავის მსოფლიო თასზე კი ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ამასთან ერთად, გრძელდება უნიკალური მიღწევა – გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეშვიდე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) მოხვდა საუკეთესო სამეულში.