მდინარე ალაზანში ავტომანქანა გადავარდა
1747383469
რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ხვალ, 4 თებერვალს დანიშნულ სპექტაკლს „ვანო და ნიკო" ბაბუის - ჯემალ ღაღანიძის ხსოვნას მიუძღვნის.
„ამ სპექტაკლს ჯემალისთვის ვითამაშებ!“
წლების წინ ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯემალ ღაღანიძემ, როდესაც სპექტაკლით „კავკასიური ცარცის წრე“ გასტროლზე იმყოფებოდა და მოულოდნელად მამის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. მსახიობმა დედის თხოვნით ბოლომდე ითამაშა.
ის იყო მსახიობი, რომელმაც ექვსასჯერ ითამაშა „კავკასიურ ცარცის წრეში“ ისე, რომ არც ერთი მიზეზით შემცვლელის შეყვანა საჭირო არ გამხდარა.
3 თებერვალს 89 წლის ასაკში კინოსა და თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა ...