„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ახლა მოგზაურობისთვის ნამდვილად საუკეთესო პერიოდია.
სად უნდა გაფრინდეთ ახალი წლის პერიოდში, რათა სადღესასწაულო ატმოსფერო ბოლომდე შეიგრძნოთ და კარგადაც დაისვენონ:
პარიზი
როგორც მოგზაურობის ექსპერტები გვირჩევენ - „თუ გინდათ, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ყველა სურვილი აგიხდეთ, მაშინ აუცილებლად სიყვარულის ქალაქს - პარიზს უნდა ეწვიოთ. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც - გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, სადღესასწაულო პერიოდში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ საფრანგეთს სტუმრობს.
ყოველ ჯერზე პარიზი საოცარი საახალწლო დეკორაციებითა და შოუებით ანებივრებს სტუმრებს. გამონაკლისი არც წლევანდელი წელი გახლავთ.
თუ გიყვართ ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები მაშინ ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას, ტრიუმფალურ თაღსა და ელისეს მინდვრებს უნდა ეწვიოთ. სადაც დაგხვდებათ საშობაო სოფელი, ყინულის მოედნები, სინათლის შოუ და უამრავი გასართობი ღონისძიება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ წელს პარიზის ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრში - გალერია ლაფაიეტეში გრანდიოზული ნაძვის ხე იდგმება, აქ შეიძლება ჰაერში მოსიარულე სანტა-კლაუსებსაც შეხვდეთ. ასე რომ, თუ საყიდლებზე სიარული პარალელურად გსურთ, ულამაზესი სანახაობით დატკბეთ, მაშინ გალერია ლაფაიეტი საუკეთესო არჩევანია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სადღესასწაულო პერიოდში სავაჭრო სტუმრებს 70%-იან ფასდაკლებებსა და საჩუქრებს სთავაზობს.
თუ შედარებით მშვიდ ადგილებს ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ მონტმარტისკენ უნდა აიღოთ გეზი. იქ გაცილებით ნაკლები ხალხია, ვიდრე ცენტრში. თანაც მონტმარტიდან ქალაქის თავზე გამართული ფოირვერკების შესანიშნავი ხედი იშლება.
რომანტიკის მოყვარულთათვის კი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა კრუიზი სენაზე, რომლის ღირებულებაც ერთ ადამიანზე 15 -50 ევრომდე მერყეობს - გააჩნია ადგილსა და მომსახურებას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კრუიზი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რადგან ადგილები ყოველთვის ძალიან გადავსებულია.
რაც შეეხება ამინდს, თოვლზე იმედებს ნუ დაამყარებთ. გაითვალისწინეთ, რომ ზამთარში პარიზი ტურისტებს თოვლით იშვიათად ანებივრებს. სიყვარულის ქალაქში საახალწლო დღეები ხშირად თბილი და მზიანია,მაგრამ საღამოს ტემპერატურა შესაძლებელია ნულამდეც დაეცეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ყველანაირი კოვიდ რეგულაცია მოხსნილია.
ესპანეთი
თუ საახალწლო არდადეგების გატარებას ესპანეთში გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობისას სამედიცინო პირბადის ტარება სავალდებულოა. ამიტომ, მოიმარაგეთ ისინი.
თუ ესპანეთში მეორე ნახევართან ან პოტენციურ პარტნიორთან ერთად მიდიხართ, გაითვალისწინეთ, რომ ახალ წელს წყვილები ერთმანეთს წითელ საცვალს ჩუქნიან. მათ სჯერათ, რომ წითელი ფერი სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებებს მოუტანთ.
მილანი, იტალია
თუ გინდათ ცხოვრების ყოველი წამით დატკბეთ, ანუ Living La dolce Vita - როგორც ამას იტალიელები ეძახიან, მაშინ გეზი მოდის მსოფლიო დედაქალაქისკენ, მილანისკენ უნდა აიღოთ. ქუთაისიდან მილანის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 100 ლარიდან იწყება.
ძირითადი სანახაობები თავს პიაცა დუომოზე, კასტელოსა და პიაცა დელ კანონეზე იყრის. თუ მათგან რომელიმეზე არჩევანის გაკეთება გიჭირთ - არ იღელვოთ რადგან სამივე მოედანი ერთმანეთისგან 15-20 წუთის სავალ მანძილზეა, ასე რომ, სურვილისამებრ შეგიძლიათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადახვიდეთ.
ასევე, აუცილებლად გაისეირნეთ ვიტორიო ემანუელე II-ის გალერეაში. სადაც საოცარი არქიტექტურა, საახალწლო გირლანდები და ორიგინალურად გაფორმებული ვიტრინები სადღესასწაულო განწყობას ნამდვილად შეგიქმნით.
ჩემოდნის ჩალაგებისას გაითვალისწინეთ, რომ დეკემბერში მილანში ამინდი საკმაოდ ცვალებადია. დღესასწაულებზე შესაძლოა მოხვდეთ წვიმიან, თოვლიან ამ მზიან ამინდში.
გერმანია
თუ საციგურაო მოედნები და თოვლის სასრიალოები გიყვართ, მაშინ მოგზაურობის ექსპერტები გირჩევენ გერმანიას მიაშუროთ და ბერლინი მოინახულოთ. იქ ნამდვილი ზამთრის სამეფო დაგხვდებათ - ატრაქციონები, ყინულის მოედნები...
თუ ბერლინში ბავშვებთან ერთად მიდიხართ, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სადღესასწაულო სპექტაკლს - „მაკნატუნას“. წარმოდგენები იმართება დღესასწაულამდე და დღესასწაულის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში, ბილეთების ღირებულება კი 40 ევროდან იწყება.
ბუდაპეშტი - უნგრეთი
თუ უქმეების ბიუჯეტურად და თან სასიამოვნოდ გატარება გსურთ, მაშინ არჩევანი უნგრეთის დედაქალაქზე შეაჩერეთ.
ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 90 ლარიდან იწყება. განთავსება და გართობაც იქ გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ევროპის სხვა დედაქალაქებში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბუდაპეშტი სხვა ქალაქებს ჩამოუვარდება. ქალაქი საახალწლო დეკორაციებშია ჩაფლული, ცენტრალურ ქუჩებზე საშობაო ბაზრობებია, ჰაერში კი შოკოლადისა და გლინტვეინის სურნელი ტრიალებს.