ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
დედა ნატალიას ლოცვა ბევრს შესწევია. ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის დედათა მონასტერში რწმენით მისულთ კი, ბერი გაბრიელის ნაქონი სარტყელი - უშვილოებს შვილით ასაჩუქრებს... რა ცამდე ასული სიხარულია, არა?
მაგრამ 76 წლის მონაზონი ახლა სნეულებაშია, ორი კვირაა კლინიკაშია და ვირუსით გართულებულ ფილტვების ანთებას მკურნალობს. ამიტომ მას ჩვენი დახმარება ლოცვით სჭირდება.
მონაზვნის შვილის, მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი გაბრიელ ჯამბაზიშვილის თხოვნით, მთელმა საქართველომ ერთიანი ძალით, ერთხელ უკვე ილოცა საყვარელი და გულმოწყალე მონაზვნის გამოჯანმრთელებისთვის.
დედა ნატალია მადლობას უთვლის და ლოცავს ყველას, ვინც მისთვის ილოცა.
არქიმანდრიტ გაბრიელ ჯამბაზიშვილს ისევ აქვს თხოვნა - გავაძლიეროთ ლოცვა სნეულებაში მყოფი დედა ნატალიასთვის...
"უმორჩილესად გთხოვთ, გააძლიერეთ ლოცვა დედა ნატალიასთვის. შეგიძლიათ ღმერთს სთხოვოთ, უფალო განკურნე სნეული მონაზონი ნატალია, რათა მალე გამოჯანმრთელდეს. მადლობა წინასწარ" - მამა გაბრიელი.