პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში დაბა სურამთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საზარელი ფოტო ვრცელდება. ავარიას ორი ხობელი ახალგაზრდის, დავით აკობიას და გიორგი სიჭინავას სიცოცხლე შეეწირა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდები თბილისიდან ხობის მიმართულებით მსუბუქი მანქანით გადაადგილდებოდნენ და სატვირთოს შეეჯახნენ.
„ერთი წამის ამბავია ტრაგედია, რაც მოხდა დღეს ჩვენს რაიონში... ის, რაც წლობით დარჩება ტკივილად ჩვენს გულებში... 1 წამში ქრება მიზნები და ოცნებები, რომლებსაც ადამიანი ატარებს მომავლის იმედით. იმავე წამში ქრება სიცოცხლე, რომელიც გვიყვარს და გვინდა სულ ჩვენთან იყოს... უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენს ქალაქში, უმძიმესი დანაკარგი, სიცოცხლით სავსე ბიჭების სახით. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები... დაე,არასდროს მომხდარიყოს ასეთი საშინელება...“, - წერს ხობელი ნიკა ჩიტაია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.