პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეა საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მას შემდეგ მოექცა, რაც მისი დედა, ნაირა რუხაია, საავადმყოფოში კოვიდვირუსით დაავადების გამო მოხვდა.
მედეას არაერთხელ უთქვამს, რომ დედამისი ექიმების უყურადღებობის გამო დამძიმდა.
თავისი მძიმე პერიოდის შესახებ მედეა „სარკესთან“ საუბრობს.
„დედა 54 დღე აწამეს, ჯვარს აცვეს. წყალსაც არ აწვდიდნენ. ვრეკავდი ექიმებთან, რეგისტრატურაში, დაცვაში და ვიხვეწებოდი, წყალი მაინც მიაწოდეთ-მეთქი. 8 საათიც გასულა ამ ხვეწნაში. მირეკავდა, ,,სუდნოზე” დამსვეს და 2-3-4 საათია, ვზივარ, არ ჩამომსვესო. ,,არ მაჭმევენ”, ,,მშია”, ,,მწყურია”, ,,მცემენ”, მეუბნებოდა კლინიკაში მყოფი. ვითხოვდი შველას ყველა ინსტანციაში, მაგრამ რეაგირება არსაიდან იყო.
მერე დედას პირის ღრუ დაუზიანეს და იქიდან განვითარდა სეფსისი. ცოცხლად დაალპეს. სხვა კლინიკაში გადავიყვანე და გვამი იყო შეერთებული აპარატზე. ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის შავ ბაზარზე შემაძენინეს წამლები.
11 დღე ნანახი არ მყავდა და მე-12 დღეს რომ მანახეს, გამიჩნდა ეჭვი, რომ უკვე გვამი იყო. ფოტოებზეც ჩანს გვამური ლაქები და ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის მაყიდვინეს წამლები“,- იხსენებს დეა ადამია.