1732386875
უკრაინაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს
უკრაინაში საქართველოს საელჩო უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.
„უკრაინაში საქართველოს საელჩო უსამძიმრებს უკრაინელ ხალხს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით.
საბჭოთა რეჟიმმა მიზანმიმართულად დახოცა მილიონობით უკრაინელი ხელოვნურად გამოწვეული შიმშილის მეშვეობით. აღნიშნული წარმოადგენდა გენოციდს-კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ერთ-ერთ უმძიმეს დანაშაულს.
ჯერ კიდევ 2005 წელს, საქართველოს პარლამენტმა ჰოლოდომორი შეაფასა, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი.
დღეს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, - ნათქვამია განცხადებაში.