„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, ხერსონის დეოკუპაციის დროს რუსებმა 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ყოველდღიური რუსული დაბომბვა ანადგურებს ქალაქს და ღუპავს მშვიდობიან მოსახლეობას. მთლიანობაში, დეოკუპაციის დროს, რუსეთმა ხერსონის რეგიონში 32 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა", - თქვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა.
კლიმენკოს თქმით, რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოლიციის 7 დანაყოფის მუშაობა უკვე განახლდა, მათგან 4 თავად ხერსონშია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რეგიონის ცენტრალურ ქუჩებში 44 პატრული მორიგეობს, ხერსონის ტერიტორიაზე კი 850 პოლიციელი მსახურობს.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა უკვე დაათვალიერეს რეგიონის გათავისუფლებული ტერიტორიების თითქმის 450 ჰექტარი და 3500-ზე მეტი ასაფეთქებელი ნივთი ამოიღეს.