„ამწუთას, დამწვრობის ცენტრი მთელი დატვირთვით მუშაობს, ჩვენდა სამწუხაროდ...“ - გუგა ქაშიბაშე
1783456564
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ ყოფილი სახალხო დეპუტატი დავით ჟვანია ზაპოროჟიეს ოლქში "ნაცრისფერ ზონაში" დაბომბვისას დაიღუპა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა Telegram-ის საკუთარ არხზე ცნობა გაავრცელა:
"ყოფილი სახალხო დეპუტატი დღეს, ზაპოროჟიეს ოლქში, სოფელ ნოვოპოკროვკასთან ოკუპანტების საგუშაგოსთან საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.
ცნობილია ისიც, რომ ჟვანიას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და იყო "როსატომის" არაოფიციალური წარმომადგენელი", - წერს ის.