ბაიდენი: „ლენდ ლიზის“ აქტი აჩვენებს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია, ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დათმობა კიდევ უფრო ძვირია

ბაიდენი

„ლენდ ლიზის“ აქტი აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ მომენტში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ე.წ. ლენდ ლიზის აქტის ხელმოწერისას განაცხადა.

„მე ხელს ვაწერ კანონს, რომელიც ძალისხმევის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გვაძლევს უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მათ ბრძოლაში ქვეყნისა და დემოკრატიის დასაცავად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ. მინდა, მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებს ამ კანონპროექტის დამტკიცებისთვის და ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ აქტს. ეს აქტი აჩვენებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია ამ მომენტში. უკრაინელები ყოველდღე საკუთარი სიცოცხლით იხდიან და ისინი საკმაოდ დიდ ხანს იბრძვიან. სისასტიკე, რომელშიც მონაწილეობენ რუსები, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიის წინაშე დათმობა კიდევ უფრო ძვირია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ე.წ. ლენდ ლიზის აქტს, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს გაამარტივებს, ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.