ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.

„ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, - აღნიშნა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის შემაფერხებელი მიზეზი, ტრამპმა უპასუხა: „შემაფერხებელი მიზეზი ის ორად-ორი ადამიანია, რომლებსაც ერთმანეთი სძულთ. ვფიქრობ, ყველაფერზე მეტად ეს არის ორი ადამიანი, რომელთაც ერთმანეთი სძულთ“.