1730457694
„რა ქნას საწყალმა დედამ, ქმარი ომში დაკარგა და შვილიც" - უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი აფხაზეთიდან დევნილია
უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი აფხაზეთიდან დევნილი 40 წლის ალიკა ცაავაა.
იგი წლებია უკრაინაში იმყოფება. მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა. ქართველი მებრძოლის დედა ქალაქ ჯვარში ცხოვრობს.
„დღეს შუადღის პირველ საათზე ელაპარაკა ბიჭებს... ყველაფერი კარგად არისოო. მეუღლე ჰყავდა ალიკას უკრაინელი. თვითონ ნაბრძოლი ბიჭია, გამოვლილი აქვს 2008 წლის აგვისტოს ომი, მეომარი პატრიოტი ბიჭია...რა ქნას საწყალმა დედამ, ქმარი ომში დაკარგა და შვილიც" - უთხრა "პრაიმტაიმს" ცააცებოს მეზობელმა.
დღეს უკრაინაში უკვე სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.