პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დაახლოებით ათასი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან ნახევარი ქალია და 700 ჯარისკაცი ამჟამად რუსეთის ტყვეობაში იმყოფება. ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„ათასამდე ადამიანი წაგვართვეს, მათგან ნახევარი ქალია. ისევ და ისევ გავიმეორებ, რუსეთმა მომისმინოს, ჩვენ არ გავცვლით სამხედროებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ეს აკრძალულია ჟენევის კონვენციებით. ჩვენ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას“, - განაცხადა მან.
ვერეშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დღეს ორი დერეფანი მუშაობს.
„დერეფნები მუშაობს - ლუგანსკის და ლისიჩანსკის რაიონი, თუმცა ახლა გვაცნობეს, რომ ლისიჩანსკი დაბომბეს, რის გამოც ევაკუაცია დროებით შეწყდა. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი. ღამით მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, ეს არის ასევე ზაპოროჟიე-ბერდიანსკის მიმართულება, მაგრამ რთული ამინდის გამო, გათვალისწინებულ მარშრუტზე ავტობუსები ვერ გადიან, მაგრამ კერძო მანქანებს შეუძლიათ წასვლა“, - თქვა ვერეშჩუკმა.