რუსთავში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავი

რუსთავში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს - რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულებულია, მოწყობილია მრავალფუნქციური შიდა საუბნო სკვერები.

თოდრიას და ლერმონტოვის ქუჩებზე, მე-12 და მე-8 მიკრორაიონებში, ახალი მინი საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და სარწყავი სისტემით აღჭურვილი მწვანე კუნძულებია მოწყობილი. შიდა ეზოების, ტროტუარების და მწვანე სივრცეების მოწყობა დასრულებულია ძველი რუსთავის რამდენიმე ლოკაციაზეც - ფიროსმანის, ოდიშარიას, პირველი მაისის და გაგარინის ქუჩებზე.

უკვე დასრულებულ პროექტებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად დღეს დილიდან ადგილზე გაეცნო.

პროექტები რუსთავის ბიუჯეტიდან 1 690 479 ლარითაა დაფინანსებული