ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის შემოდგომაზე ფინანსური წარმატება ელით
1786903019
შიდა ქართლში მკვლელობა მოხდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში 30 წლამდე ქალი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს. მოგვიანებით, მათ გოგონას მშობლებთან გააგრძელეს ცხოვრება და მათი მეთვალყურეობით იღებდნენ მედიკამენტებს.
მკვლელობა კი, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ავლევში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო. მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.