გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის ახალ, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას ამზადებს, - ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბაიდენმა შესაძლოა სპეციალური უფლება გამოიყენოს, რომელიც პრეზიდენტს აშშ-ის მარაგებიდან ჭარბი იარაღის გატანის ნებართვას ანიჭებს.
წყაროებმა, რომლებიც Reuters-ს ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, განაცხადეს, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ შესაძლოა განცხადება დღეს, ან მომავალ კვირაში გაკეთდეს. მათ არ გამორიცხეს, რომ დახმარების პაკეტის ღირებულება შესაძლოა გამოცხადებამდე კიდევ შეიცვალოს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ვაშინგტონმა კიევის მთავრობას მილიარდობით დოლარის დახმარება გაუგზავნა.