შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ამ აღდგომას ყველა ვფიქრობდეთ უკრაინელ ხალხზე

პაპუაშვილი

სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო უკრაინის შესახებაც და პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე.

„ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს; ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ; ასევე ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროს და განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მშვიდობას.

ჩვენ დღეს პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, დღეს და ამ აღდგომას ყველა განსაკუთრებით ვფიქრობდეთ უკრაინელ ხალხზე; ვფიქრობდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.