“უფალს გამორჩეულები მიჰყავს…” - სვანეთში, საბა გვარმიანს ემშვიდობებიან

გვარმიანი

სვანეთში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 2 მაისს სამი მოზარდი სოფელ ჭუბერიდან ბრუნდებოდნენ, სადაც მაისობის დღესასწაული აღინიშნებოდა.

სავარაუდოდ, მანქანა სველ გზაზე მოუსრიალდათ, მართვა დაკარგა და მდინარე ნაკრაში გადავარდა.

ეკა ვიბლიანი, საბა გვარმიანი, გიორგი ვიბლიანი მეთორმეტეკლასელები იყვნენ, მალე ბოლო ზარი უნდა ეზეიმათ…

„ეს ის სიყვარულით სავსე ბავშვია, ტყეში პატარა, უმწეო არჩვი რომ იპოვა და საკუთარი შვილივით უვლიდა. საბამ თავის ორ მეგობართან ერთად დაგვტოვა. მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები“, – წერს ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.