წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1791223356
ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ.
როგორც საზღვაო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, „მაგრამ დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – აცხადებენ სააგენტოში.
უეკიპაჟო გემი გუშინ, 4 ოქტომბერს, გამოჩნდა ბათუმის აკვატორიაში ის თვითდინებით შემოვიდა.