„უბრალოდ WOW! გაოგნებულები ვართ!- როგორ შეაფასეს საქართველოს მიერ ორგანიზებული გალა-მიღება ITB Berlin-ზე

სუხიშვილები

ITB berlin-ის ოფიციალური გვერდი ბერლინში გამართულ გალა-მიღებას, რომლის მასპინძელიც საქართველოა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!

ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ „რუსთავის“ ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.

გაოგნებულები ვართ!

აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – აღნიშნულია ITB Berlin-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.