პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„გამოსცადე უსაზღვრო თავგადასავლები“, „დატკბი უსაზღვრო გასტრონომიით“ - ასეთი გზავნილებით უამრავი ტურისტი თუ ბერლინში მცხოვრები საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას, ბუნებასა და კულტურას ეცნობა.
"უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“ - საქართველო ამ გზავნილით 180-ზე მეტ სახელმწიფოს შორის წელს ITB Berlin-ზე მასპინძლის როლს ირგებს.
ნახეთ შთამბეჭდავი ფოტორეპორტაჟი, ITB berlini-ის საგამოფენო სივრციდან, რომელიც საქართველოს ბანერებით გაფორმდა:
საქართველოს გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და „უსაზღვრო სტუმართმასპინძლობას“ ITB Berlin 2023 მილიონობით ადამიანს ბანერებით, სოციალური ქსელებითა და მედია საშუალებებით გაეცნობა.
ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში ჩასულ სტუმრებსა და ადგილობრივებს ქართული სტუმართმოყვარეობისა და ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ ბანერები დახვდებათ.
საქართველოს ულამაზესი კუთხეები გერმანიის დედაქალაქის ყველაზე ცენტრალურ და ტურისტულ ადგილებშია წარმოდგენილი.
საქართველოს საიმიჯო ბანერები ბერლინის ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტში, რკინიგზის სადგურებში, ბერლინის მთავარ მოედანზე ალექსანდერპლაცზე, სავაჭრო ცენტრებსა და ქალაქის სხვა ხალხმრავალ ლოკაციებზე გამოიფინა.
ბერლინის ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტიდან 60-ზე მეტი ავიაკომპანია მსოფლიოს 50 ქვეყანაში, 140 მიმართულებით ასრულებს რეისებს. აეროპორტის ათიათასობით მგზავრი საქართველოს როგორც ტურისტული მიმართულების შესახებ მიიღებს ინფორმაციას.
გამოფენის ფარგლებში ITB-ის ტერიტორია, შენობები, პავილიონები და კუთხეები საქართველოს და ქვეყნის ტურისტული მიმართულების ამსახველი ნიშნებით, ფოტოებითა და ლოგოებით გაფორმდება. გამოფენის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ საქართველოს შესახებ ვიდეორგოლები იხილონ.
2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა. გამოფენას მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944