Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1730404773
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს და ლესია უკრაინკას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სიხარულიძის და ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, შენგელიას, გობრონიძის და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის ჩიხის, დოდაშვილის, ნადარეიშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - აცხადებენ „თელასში“.