უბნები, სადაც ელექტოენერგია გაითიშება

თელასი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აცხადებენ „თელასში“.