ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, თბილისში აფასებენ.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის ასეთ მიდგომას.
„ამერიკის მხრიდან ეს განცხადება არის სრულიად ბუნებრივი. ასეთია ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს რეაქცია ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნიდან უკანონოდ, კანონების გვერდის ავლით შიდა პოლიტიკაში ჩარევა და საზოგადოების მოსაზრებებზე ზეგავლენის მოხდენას. ამიტომ მივესალმებით ამ კანონმდებლობას და ასეთ მიდგომას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ყველას მოვიწოდებთ, რომ ასევე მიესალმონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს სახელმწიფოს, როდესაც ცდილობს საზოგადოების არჩევანის, სახელმწიფოს დაცვას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ“.