ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი - სინოპტიკოსების მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1783081258
საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი, თბილი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის დიდ ნაწილში მზიანი ამინდი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევარში, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ადგილობრივად ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +29...+32 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33...+35 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველაზე მაღალი ტემპერატურა სწორედ აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდება, სადაც მაქსიმალური მაჩვენებელი +35°C-ს მიაღწევს.
შავი ზღვის სანაპიროზე შედარებით კომფორტული ამინდია მოსალოდნელი ტემპერატურა +27...+30 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, ხოლო მთიან კურორტებზე +20...+28 გრადუსი იქნება.