ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
ნატალია ქარცივაძის და გივი ოქროპირიძის სიყვარულის ისტორია 48 წელს ითვლის. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს და სამუდამოდ დაუკავშირეს ბედი ერთმანეთს. რაც წლები გადის უფრო უფრთხილდებიან საკუთარ სიყვარულს.
წყვილი ოზურგეთში ცხოვრობს. საზოგადოების ყურადღება მათ ეზოში გაშენებულმა ტიტების ბაღმა მიიქცია. ტიტების ულამაზეს ბაღს ცოლ-ქმარი დიდი რუდუნებით უვლის.
გივი ოქროპირიძე ამბობს, რომ მომავალი მეუღლე პირველივე შეხვედრისთანავე მოეწონა. თავიდან ნატალია „თავს იფასებდა“, თუმცა გრძნობამ გაიმარჯვა და ქორწინებაზე თანხმობა თქვა.
წყვილი ახლა ოზურგეთში ცხოვრობს. ერთმანეთზე ზრუნვით ატარებენ წლებს.
„ყველაფერში გვერდით მიდგას. თვალებში მიყურებს, მემსახურება, ყველაფერს მისრულებს. მეტი რა უნდა ქალს?,- ამბობს ნატალია.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდობაში გივი იშვიათად ჩუქნიდა ყვავილებს მეუღლეს, ახლა კი ამ ლამაზი ტიტების ბაღიდან ყოველდღე აბედნიერებს...