გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ ქუთაისში, 100 წლის შურა ბებოს ესტუმრა, რომელიც ჟურნალისტს ჯერ ეზოში გამოეგება და დათოვლილი ეზოს გაწმენდილი დაახვედრა, შემდეგ კი ჟურნალისტს მისი გამომცხვარი უგემრიელესი მჭადებით გაუმასპინძლდა.
როგორც სიუჟეტიდან გავიგეთ, შურა ბებო ყოველ შაბათ-კვირას, ტაძარში თავისი ფეხით დადის. არასდროს იღლება.
შურა ბებო თავისი სიყვარულის ამბავს იხსენებს და იმ პირველ შექებას, რომელიც მამამთილისგან დაიმსახურა.
„ახალგათხოვილი რომ ვიყავი, ერთხელ მჭადების ცხობა გადავწყვიტე, ჩემი მამამთილი წამოწოლილი იყო ტახტზე. დედამთილი ბუხართან იჯდა და უცებ მამამთილმა დაუძახა თავის ცოლს: „ქალო ხედავ რაფრა ზილავს ცომსო“- ეს ძალიან გამიხარდა.
შურა ბებომ ზამთრისთვის, დაკონსერვებული კერძების შენახვის საიდუმლოც გაამხილა და ჟურნალისტს უთხრა, რომ როცა საზამთროდ რამე პროდუქტის შენახვას გადაწყვეტს, სჯობს დაღმავალ მთვარეზე გააკეთონ.
შურა ბებო ამბობს, რომ განსაკუთრებული გამოპრანჭვა არ უყვარდა. ყოველთვის თავისუფლად იცმევდა.
„ჩემს ქმარს რაც გეეხარდებოდა, ისე ვაკეთებდი მე. სადმე რომ წავიდოდით და გვერდით ამოვუდგებოდი, არ რცხვენოდა არც იმას და არც მე“,- დასძენს ბებო.
შურა ბებოს 3 შვილი, 6 შვილიშვილი და 8 შვილტაშვილი და 3 შვითაშვილისშვილი ჰყავს.