VIDEO: „ყველაფერი ჯართის მანქანიდან მაქვს მოძიებული“ - ქალი, რომელმაც 130 წლის სახლს პირვანდელი სახე შეუნარჩუნა

130 წლის სახლის დიასახლისი

130 წლის წინანდელი სახლი მანგლისში - თამარ ასათიანმა გადასაყრელად განწირული ძველი რადიოლა, რკინის საწოლები, აბაჟურები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ჯართიდან გამოიხსნა და საკუთარ სახლში მიუჩინა ადგილი. 

„ამ სახლში არის ძველი ნივთები და ყველას აქვს თავის ადგილი. თანამედროვე არაფერი არ არის აქ. ერთი ჯართის მანქანა არ გამიშვია, ვყიდულობდი ან მჩუქნიდნენ.

ხალხი ხომ აბარებს და მე პირიქით იქიდან ვიბარებ. ძველი ქვაბები, რადიოლა, ეს ყველაფერი ჯართის მანქანიდან მაქვს მოძიებული. ასე მოიყარა თავი სახლში ძველმა ავეჯმა. სახლი დიდი ბაბუის დროს არის აშენებული დაახლოებით 130 წლის წინ. 

ერთ-ერთ ოთახში გადავწყვიტე შპალერის შეცვლა და რომ ჩამოვახიე აღმოჩნდა, რომ შიგნით იყო სხვა წინა შპალერი და საბოლოო ჯამში დავტოვე ნახევრად ჩამოხეული, მაგრამ მე მომწონს, ისტორიაა. 

ყველას უფიქრია ქვეყნიდან წასვლაზე, არ არსებობს, გამორიცხულია, რა შეთავაზება უნდა მქონდეს უცხო ქვეყნიდან, რომ ეს დავთმო.

სამშობლოში ჩემთვის ეს სახლი მოიაზრება, რომელსაც ვერაფერში გავცვლი. სამომავლოდ წამოვალ და ვიქნები აქეთ“,- ამბობს თამარ ასათიანი.

 

სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.