თუშეთში დაკარგული კაცი იპოვეს - მას ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა

 ლუხუმ ბაშინურიძე

თუშეთში დაკარგულ კაცს სოფელ დიკლოში მიაგნეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, რომელსაც ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სოფელ დიკლოში იპოვეს.

ადგილობრივებმა მისი ადგილსამყოფელი დრონის მეშვეობით დააფიქსირეს.

თავდაპირველად, მამაკაცი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ლუხუმ ბაშინურიძე ცოცხალია და მას სამედიცინო დახმარება სჭირდება.

მამაკაცის შვილი, ვერიკო ბაშინურიძე ამბობს, რომ სოფელ ომალოს ჰყავს ექიმი და სამედიცინო დახმარებისათვის  მას მიმართავენ, რადგან ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება.

ლუხუმ ბაშინურიძე თუშეთში მწყემსად მუშაობდა. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, ოჯახის წევრებს მასთან დასაქმებულმა პირებმა შეატყობინეს.

✕