1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
29 წლის ლერი გუჩუა, რომელიც სექტემბრის თვეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, გარდაიცვალა. მის კუთვნილ ავტომობილს, სადაც მარტო იმყოფებოდა, ზუგდიდი-ჩხორიის გზაზე ცხენი გადაუხტა.
„ლერი, როგორ მენანები შავი მიწისთვის, რატო ბოლომდე არ იბრძოლე, როგორ მჯეროდა რომ ამას შეძლებდი, ყველაზე პატიოსანი ყველაზე უბოროტო ალალ-მართალი კაცი იყავი, უფალს ებარებოდე.
ლერი, როგორ მენანები, როგორი იმედი მქონდა გაიღვიძებდი მეგობარო",- წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა მამაკაცი 2 თვეზე მეტხანს ზუგდიდის „ევექსის“ კლინიკაში იმყოფებოდა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ ხნის მანძილზე არ გაუმჯობესდა.
ოჯახი მის გადაყვანას თურქეთში გეგმავდა, თუმცა კლინიკიდან უარი მოუვიდათ, რადგან პაციენტის ტრანსპორტირება სახიფათო იყო. მას მშობლები და 2 და დარჩა.