პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიაში საერთაშორისო ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება ქალაქ პორტუში გაიმართა. საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
3 დღის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები გამართეს.