ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში გიდები გადაამზადა

გიდები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისში გიდებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
სასწავლო კურსი „გიდის პროფესიული უნარები, რეგიონული ტურიზმის დაგეგმარება და პიროვნული ზრდა“ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შედგა. ტრენინგი შპს ტურიზმის აკადემია „ნიუკას“-თან თანამშრომლობით ჩატარდა და იმერეთში მოქმედი 26 გიდი გადამზადდა.
სასწავლო პროგრამა დამწყები და პრაქტიკოსი კულტურული ტურიზმის გიდებისთვის თეორიულ ლექციებსა და ინტერაქციულ სემინარებს მოიცავდა.

ტრენინგის მიზანია გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი ნორმებით პროფესიული უნარების ელემენტების პრაქტიკული დემონსტრაცია და ათვისება.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა იმერეთისათვის  აქტუალური ღვინის, გასტრონომიის და ტურისტული რესურსების შემსწავლელი და ტურისტული პროდუქტების დაგეგმარების სემინარებსაც.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასწავლო კურსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ ატარებს.