თუ ტვინის ნატამალი მაინც გაგვაჩნია ქართველებს - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი

„ერთადერთ რამეში უნდა ვიყოთ ერთ აზრზე - არ დავთმოთ ქვეყანა“, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთს საქართველოს ოკუპირება არ შეუწყვეტია და დღემდე თხრილები გაჰყავს ჩვენს გარშემო.

„რუსეთს ისევ თხრილები გაჰყავს ჩვენს გარშემო, ავიწროებს და ავიწროებს რკალს. ჰოდა, თუ ტვინის ნატამალი მაინც გაგვაჩნია ქართველებს, ნატამალი, თორემ ბევრი რომ არ გვაქვს, მშვენივრად ვიცით გულის სიღრმეშიც და დროდადრო გაცხადებულადაც, - ერთადერთ რამეში უნდა ვიყოთ ერთ აზრზე - არ დავთმოთ ქვეყანა, რომელზე კარგიც, რამდენიც არ უნდა ვიწუწუნოთ, სხვა ადგილი არსადაა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.