თუ რამე პრობლემა შეიქმნება და ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა შეუძლებელი იქნება, ალტერნატივაზე უნდა იყოს მუშაობა - კახა კალაძე

კალაძე

"თუ რაიმე პრობლემა შეიქმნება და შეუძლებელი იქნება ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა, სხვა ალტერნატივაზე უნდა იყოს მუშაობა", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო დარგის განვითარებას, საქართველოში პროდუქტების წარმოებას. ძალიან ბევრი ადამიანი დასაქმდა და მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდა. ძალიან დიდია რუსეთის ბაზარი, კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქტების გატანა მოხდეს. თუ ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იქნება და შეუძლებელი იქნება ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე გატანა, სხვა ალტერნატივაზე უნდა იყოს მუშაობა“, - აღნიშნავს კალაძე.