„თუ მასწავლებელს აქვს მოლოდინი, რომ შენ ხარ სუსტი და შენგან არაფერი გამოვა, შენ მართლაც ასეთი იქნები“ – თამარ გაგოშიძე

თამარ გაგოშიძე

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პროფესორ თამარ გაგოშიძის ვიდეოლექციიდან ავრცელებს მცირე ამონარიდს, რომელშიც ის მასწავლებლის როლზე საუბრობს:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა ასეთი ექსპერიმენტი მასწავლებლის მოლოდინის როლზე. თუ მასწავლებელს აქვს მოლოდინი, რომ შენ ხარ სუსტი, შენ ხარ შეუმჩნეველი და შენგან არაფერი გამოვა, შენ მართლაც ასეთი იქნები.

მკვლევრებმა ამერიკაში აიღეს ორი კლასი, ერთ კლასში მასწავლებელს მოსწავლეთა IQ-ს მაჩვენებლები მისცეს და იცით რა ქნეს? ვისაც შედარებით დაბალი IQ-ს მაჩვენებელი ჰქონდა, იმაზე მიაწოდეს მაღალი ინფორმაცია, ხოლო ვისაც დაბალი ჰქონდა – პირიქით. მოხდა სასწაული, ის ბავშვები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ, წლის ბოლოს გახდნენ წარუმატებელი, რატომ? იმიტომ, რომ მასწავლებლის დამოკიდებულება შეიცვალა.

ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩაგვრაზე, უნდა გავიხსენოთ ჩვენი საკუთარი დამოკიდებულება, როგორც პედაგოგების“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.