დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს - გიორგი ამილახვარი

ამილახვარი

განათლების და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი „იმედი LIVE“-ში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა და იმედი დაიტოვა, რომ საქართველო პორტუგალიასთან შეხვედრისას ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებს.

„მსგავსი სიამაყის განცდა ალბათ ხშირად არ გვაქვს, როდესაც ასეთ სარბიელებზე საქართველოს ჰიმნი ჟღერდება. მადლობა თითოეულ ჩვენს გუნდის წევრს, შტაბს, მწვრთნელს, ფედერაციას იმ თავდადებისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს და იმ ისტორიული ქულისთვის. დიდი იმედი მაქვს, ისტორიული გამარჯვებაც წინ გვაქვს პორტუგალიის ნაკრებთან, ამიტომ წარმატება ჩვენს ბიჭებს“, - აღნიშნა ამილახვარმა.

26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის თამაში 3:1 დასრულდა. 22 ივნისს საქართველო-ჩეხეთის თამაში 1:1 დასრულდა. შემდეგ თამაშს ნაკრები 26 ივნისს, პორტუგალიასთან გამართვას.